მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია Extra.ge (R)

5fbcbded009bc
BM.GE
24.11.20 12:00
5655
რომელია ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქტითა და საუკეთესო ფასებით?

გლობალურმა ინტერნეტიზაციამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და გავლენა ჩვენს ყოველდღიურ რუტინაზეც იქონია. მაგალითად, აქამდე თუ მზითევში აუცილებლად გატანებულ, თამარ ლომიძის წიგნში შეგვეძლო რომელიმე კერძის რეცეპტის ნახვა, ახლა ძალიან მარტივად ვპოულობთ მას ინტერნეტში, ვათავსებთ ჩვენს წინ ტელეფონს და ღიღინ-ღიღინით ვამზადებთ სასურველ სადილსა თუ ნუგბარს. კიდევ ერთი დიდი და სამადლო საქმე, რაც ინტერნეტიზაციამ მოგვიტანა ონლაინ შოპინგია. რა ჯობს, სახლიდან გაუსვლელად რომ შეგიძლია, იპოვო, დაათვალიერო, შეუკვეთო და იყიდო ნივთი?! მერე კი სულმოუთქმელად დაელოდო, როდის მოგიტანენ სახლში.

ამ პროცესში მთავარია, ისეთ ინტერნეტ მაღაზიაზე შეაჩერო არჩევანი, რომელიც გთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, გულისხმიერ დახმარებას, შოპინიგისა და მიწოდების სერვისის მაღალ ხარისხს. თუ დამწყები ხარ ონლაინ შოპინგში და არ გინდა მოტყუვდე, კარგი გამოცდილებისთვის ყველაზე დიდ და კომფორტულ ონლაინ მაღაზია Extra.ge -ს უნდა ეწვიო.

რატომ Extra.ge?

იმიტომ რომ, Extra.ge ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა პროდუქციის თვალუწვდენელი არჩევანით. ვერსად შეხვდები მობილურების, მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ისეთ მოთხოვნად და მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორსაც ექსტრა გთავაზობს. რა უნდა დაგჭირდეს, რომ ექსტრამ სახლში ვერ მოგიტანოს.. ნამცხვარს აცხობ და მოულოდნელად მიქსერმა „გიღალატა? განწყობას არ იფუჭებ, შედიხარ Extra.ge -ზე და არჩევ იმაზე უკეთესს, რაც გქონდა..ცოტას შეისვენებ და უცებ მიქსერს კართან გახვედრებენ.. ეს ერთი და სხვა მრავალი!

ჩოფერი, გრილი, ვაფლის, ყავის, ჩირის აპარატი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამწოვი, ტელევიზორი თუ სხვა... ექსტრაზე ყველაფერს ნახავ, რაც გაგიხარდება. აქ ტელევიზორების ისეთ მრავალფეროვნებას წააწყდები, „მაგრად თუ არ დადექი“, შეიძლება ერთდროულად ორი, ან სამი ცალი „შემოგეყიდოს“.

Extra.ge-ს ფასები და მომსახურება

ცალკე საკითხია Extra.ge-ს საფასო პოლიტიკა. საუკეთესო ფასები და ხშირი ფასდაკლებები ის მთავარი ბონუსია, რის გამოც ექსტრა შენი საყვარელი ონლაინ მაღაზია გახდება. არ დაგავიწყდეს, რომ სახლიდან გასუვლელად, აუღელვებლად შეგიძლია, შეარჩიო სასურველი ნივთი, რამდენიმე კლიკით შენი გახადო და დაელოდო კურიერს, რომ შენაძენი სახლში მოგიტანოს.
ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია Extra.ge შექმნილია თქვენი კომფორტისა და სიამოვნებისთვის! მთავარია, „თითი დაგიცდეს“ და ერთხელ ეწვიო საიტს, მერე უკვე შენი და ექსტრას განშორება ძალიან ძნელი გახდება, რადგან აქ ნამდვილად გხვდება ის, რაც გაგიხარდება.