აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარის, დიოკნისის, ოქრუაშვილების მოსახლეობას შეხვდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულე და მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ.
,,ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.
ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში ორი წლის პერიოდში ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემის და გზის გარეშე.
ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.
გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა - ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც აქტიურად ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ხულოსა და დიოკნისის საჯარო სკოლებს. დაგეგმილია ორი ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაბა ხულოში გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს ხულოში სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?