მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე "ძლიერი" პასპორტების 2020 წლის ინდექსი - რომელ ადგილზეა საქართველო

5e1625d3ee92b
BM.GE
09.01.20 00:00
3516
საქართველოს პასპორტი მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზეა. კერძოდ, Henley-ს პასპორტის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პასპორტის მქონე ადამიანს 116 ქვეყანაში შეუძლია წინასწარ მიღებული ვიზის გარეშე მოგზაურობა.

რეიტიგში მეზობელი თურქეთი 55-ე ადგილს იკავებს, რომლის პასპორტითაც 111 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი. რაც შეეხება რუსეთს, იგი 51-ე ადგილზეა 118 ქვეყნით, აზერბაიჯანი 76-ე ადგილზე 67 ქვეყნით, ხოლო სომხეთი 81-ე ადგილზე 62 ქვეყნით.

რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, რომლის პასპორტითაც წინასწარ მიღებული ვიზის გარეშე მოგზაურობა 191 ქვეყანაშია შესაძლებელი.

2020 წლის საუკეთესო პასპორტების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. იაპონია (191 მიმართულება)
2. სინგაპური (190)
3. სამხრეთ კორეა, გერმანია (189)
4. იტალია, ფინეთი (188)
5. ესპანეთი, ლუქსემბურგი, დანია (187)
6. შვედეთი, საფრანგეთი (186)
7. შვეიცარია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია, ავსტრია (185)
8. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, ბელგია (184)
9. ახალი ზელანდია, მალტა, ჩეხეთი, კანადა, ავსტრალია (183)
10. სლოვაკეთი, ლიეტუვა, უნგრეთი (181)

ხოლო ყველაზე ცუდი პასპორტები შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ:
1. ავღანეთი (26)
2. ერაყი (28)
3. სირია (29)
4. სომალი, პაკისტანი (32)
5. იემენი (33)
6. ლიბია (37)
7. ნეპალი, პალესტინის ტერიტორია (38)
8. ჩრდილოეთ კორეა, სუდანი (39).