მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების 2020 წლის Forbes-ის რეიტინგი ცნობილია

5f22f5b8df9cf
თამთა ჯიჯავაძე
31.07.20 00:00
892
როდესაც ღირებულ ბრენდებზე ვსაუბრობთ, რთულია თავი ავარიდოთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ბრენდებს. Forbes-ის 2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, პირველ ადგილებს სწორედ ტექკომპანიები იკავებენ, მათ შორის: Apple-ი, Google-ი, Microsoft-ი, Amazon-ი და Facebook-ი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ისინი იყვნენ რეიტინგის სათავეში.

თუმცა, მაშინ როდესაც პირველი ოთხი კომპანიის ღირებულება იზრდება, Facebook-ის პირიქით შემცირდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე სოციალური ქსელის ღირებულებამ 21%-ით იკლო.

გარდა ამისა, რეიტინგში რამდენიმე ბრენდმა ადგილი შეიცვალა. ასე მაგალითად, Visa-მ 25-დან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, Adidas-მა 61-დან 51-ზე, Netflix-მა კი 38-დან 26-ზე.

ყველაზე ძვირად ღირებული 100 ბრენდის ამ წლის რეიტინგში არიან ახალი კომპანიებიც, მათ შორისაა: Nintendo, Hennessy, Burger King-ი და AXA. ამასთანავე, წელს ცალკეული მსხვილი ტექკომპანიების ღირებულება შემცირდა, მაგალითად, GE-ს, HP-ის და IBM-ის. სამაგიეროდ გაიზარდა Walmart-ის ღირებულება 12%-ით და $29.5 მილიარდს მიაღწია.

სერიოზული კლება განიცადეს ავტომწარმოებელმა კომპანიებმა, მაგალითად, Mercedes-Benz-მა 23-ე ადგილას გადაინაცვლა, მაშინ როდესაც გასულ წელს, მე-17-ზე იყო. BMW-მ კი 21-ედან 27-ზე.

მოლოდინია, რომ მომავალი წლის რეიტინგი სრულიად განსხვავებული იქნება მიმდინარე წლის რეიტინგისგან, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდ გადაადგილებს ელოდებიან.

შეჯამებისთვის, ტოპ-100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის საერთო ღირებულება $2.54 ტრილიონია, რაც გასულ წელს $2.33 ტრილიონს შეადგენდა.

ასეულში შემავალი ქვეყნებიდან 50-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა. იაპონიიდან - 6, გერმანიიდან – 10, საფრანგეთიდან – 9, ხოლო შვეიცარიიდან – 5.

რაც შეეხება სექტორებს, რეიტინგში ჭარბობენ ტექნოლოგიური კომპანიები (20), ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიები (14), ავტოსფეროში (11) და რითეილ-გაყიდვებში (8).

ყველაზე ძვირად ღირებული ტოპ–20 კომპანიის რეიტინგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

Apple - ღირებულება $241.2 მლრდ
Google - ღირებულება $207.5 მლრდ
Microsoft - ღირებულება $162.9 მლრდ
Amazon - ღირებულება $4 მლრდ
Facebook - ღირებულება $70.3 მლრდ
Coca-cola - ღირებულება $64.4 მლრდ
Disney - ღირებულება $63 მლრდ
Samsung - ღირებულება $50.4 მლრდ
Louis Vuitton - ღირებულება $47.2 მლრდ
McDonald’s - ღირებულება $46.1 მლრდ
Toyota - ღირებულება $41.5 მლრდ
Intel - ღირებულება $39.5 მლრდ
NIKE - ღირებულება $39.1 მლრდ
AT&T - ღირებულება $37.3 მლრდ
Cisco - ღირებულება $36 მლრდ
Oracle - ღირებულება $35.7 მლრდ
Verizon - ღირებულება $32.3 მლრდ
Visa - ღირებულება $38 მლრდ
Walmart - ღირებულება $5 მლრდ
GE - ღირებულება $5 მლრდ.