17.იანვარი .2020 17:00

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი - რომელ ადგილზეა თბილისი?

views 1238
უკან

ორგნიზაცია Numbeo-მ 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით. ციურიხი, ბაზელი და ლოზანა მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებად აღიარეს.

ინდექსში მსოფლიოს ქალაქები დაჯგუფებულია ბინის ქირის, საკვების, ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რითიც შემდგარია ცხოვრების ღირებულების მიხედვით ქალაქების რეიტინგი.

რეიტინგში სულ 440 ქალაქი მოხვდა რეიტინგის მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ასევე შვეიცარიული ქალაქები - ჟენევა და ბერნი არიან. ათეულში ასევე მოხვდნენ სტავანგერი, ოსლო, ტრონჰეიმი (სამივე - ნორვეგია), რეიკიავიკი (ისლანდია) და ბერგენი (ნორვეგია).

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი მე-11 ადგილზეა, პარიზი - 24-ზე, ლონდონი - 28-ზე, ხოლო ტოკიო - რეტინგის მე-18 პოზიციაზეა.

რაც შეეხება თბილისს, ის სიაში 440 ქალაქს შორის 404-ე ადგილზე აღმოჩნდა.