მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ღირებული, რაც ბოლო პერიოდში შევძელით, „WizzAir“-ის პირველი ბაზის დაბრუნებაა - ქვრივიშვილი

60f54dcca3492
ინგა მურუსიძე
19.07.21 14:00
578
ყველაზე ღირებული, რაც ბოლო პერიოდში შევძელით, „ვიზეარის“ პირველი ბაზის დაბრუნება იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კარგად აღჭურვილი აეროპორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე.

"ჩვენ დღეს გვაქვს გაფართოებული ტერმინალი. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი გაფართოებამდე გვქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეტარებინა დაახლოებით 600 ათასამდე მგზავრთნაკადი, დღეს შეგვიძლია 2.5 მლნ-მდე მგზავრთნაკადი გავატაროთ. ანუ, გაფართოვდა არა მხოლოდ ტერმინალი, არამედ ე.წ. გეითები და ა.შ.“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტში საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა და უახლოეს მომავალში ახალი ავიაკომპანიაც დაემატება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანია „ვიზეართან“ ერთად შევძელით, არის ის, რომ მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, „ვიზეარმა“ პირველი ბაზა დააბრუნა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს მეტ პირდაპირ რეისს ევროკავშირის ქვეყნებიდან. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება ახალი ავიაკომპანია და ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აეროპორტი, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოში ბაზა ზუსტად ერთი წლის წინ დახურა.