მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები

5dc9ac7f7d847
მარიამ ადამია
12.11.19 00:10
982
ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა იმ ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც მაღალშემოსავლიანი არიან. ჯამში 13 გარდაცვლილი ვარსკვლავი დასახელდა და აქედან 9 მუსიკოსია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

1. მაიკლ ჯექსონი - 60 მლნ დოლარი
პირველ ადგილას დასახელდა ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი. მიუხედავად იმისა, რომ პოპის მეფის გარდაცვალებიდან თითქმის ათი წელი გავიდა, 2019 წელს მისი სიმღერების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა.

2.ელვის პრესლი - 39 მლნ დოლარი
რეიტინგის მეორე ადგილი როკ-ენ-როლის ლეგენდას ელვის პრესლის ერგო, რომლის ალბომის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა წელს, გარდაცვლილის მემკვიდრეების ფინანსები, 39 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

3.ჩარლზ შულცი - 4 მლნ დოლარი
ელვის პრესლის შემოსავლებს შედარებით ჩამორჩება ცნობილი კარიკატურისტის, სნუპისა და კომიქსების სერიის შემქმნელის ჩარლზ შულცის შემოსავალი, რომელიც 4 მილიონ დოლარს უტოლდება. სწორედ, მიმდინარე წელს, მთავრდება ლიცენზირებული კონტრაქტი სადაზღვევო კომპანიასთან Met Life-თან, რომელიც რეკლამებში მთავარ გმირად სნუპს იყენებდა.

4. არნოლდ პალმერი - 30 მლნ დოლარი
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდა გოლფის ლეგენდა, არნოლდ პალმერი, რომელსაც შემოსავალი, 30 მილიონი დოლარი, MasterCard-თან და Rolex-თან თანამშრომლობით დაუგროვდა. გარდაცვლილი ვარსკვლავის ფინანსების ზრდის, კიდევ ერთი წყარო, უალკოჰოლო სასმელია, რომელიც არნოლდის სახელს ატარებს და არიზონას შტატში იწარმოება.

5. ბობ მარლი - 20 მლნ დოლარი
მეხუთე პოზიცია, მომღერალ ბობ მარლის ერგო, რომლის შემოსავალი 20 მილიონი დოლარია.

6. ექიმი სეუსი - 19 მლნ დოლარი
მდიდარ გარდაცვლილებს შორის არის ექიმი სეუსიც, რომელსაც ლიცენზირებული კონტრაქტები აქვს რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის Hallmark-თან და Universal Studios-თან. ამიტომაც შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება, რომელიც დღეს 19 მილიონდ დოლარს უტოლდება.

7. ჯონ ლენონი - 14 მლნ დოლარი
მეშვიდე ადგილი კი ჯონ ლენონს ერგო, 14 მლნ დოლარით. ბოლო წლების განმავლობაში, ჯამში, The Beatles-ის 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ალბომი გაიყიდა, რაც, ყველა სხვა გარდაცვლილი მუსიკოსის მონაცემებს აღემატება. რაც შეეხება, თავად ლენონის პირად ალბომს, მისი გაყიდვები, 52%-ით გაიზარდა. ასე რომ ინტერესი, წლების მიუხედავად, არც თავად ჯგუფის და არც მომღერლის მიმართ არ ქრება.

8. მერლინ მონრო - 13 მლნ დოლარი
კიდევ ერთი პოპულარული გარდაცვლილი ვარსკვლავი, მერლინ მონროა, რომელიც 2019 წელს მიღებული 13 მილიონი დოლარით "ფორბსის" რეიტინგის მერვე ადგილს იკავებს.

9. პრინცი - 12 მლნ დოლარი
მეცხრე ადგილი დაიკავა სიმღერების ავტორმა, მუსიკოსმა და პროდიუსერმა - პრინცმა, 12 მილიონი დოლარის წლიური შემოსავლით.

ბოლო ოთხეული კი ასე გამოიყურება:
10. ნიპლეი ჰუსლე - 11 მლდ დოლარი
11. ევან აფტერი - 10 მლნ დოლარი
12. უიტნი ჰიუსტონი - 9,5 მლნ დოლარი
13. ჯორჯ ჰარისონი - 9 მლნ დოლარი