03.თებერვალი .2020 00:57

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მასწავლებლები მსოფლიოში

views 3032
უკან

საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ სკოლა „ფულის შოვნის“ ადგილი არაა და პედაგოგის შრომა ყოველთვის დაუფასებელი რჩება. თუმცა არის ქვეყნები, სადაც პედაგოგის პროფესიით დასაქმებულებს საკმაოდ კონკურენტული ანაზღაურებები აქვთ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ.

რეიტინგში პირველ ადგილას ლუქსემბურგია, სადაც თუნდაც დამწყები პედაგოგის წლიური ანაზღაურება იმაზე მაღალია, ვიდრე აზიაში მცხოვრებმა ზოგიერთმა მასწავლებელმა შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშაოს და ეს თანხმა საშუალოდ 116,312 დოლარს უტოლდება.

მასწავლებლების საუკეთესო ანაზღაურების თვალსაზრისით, გერმანია 80,993 დოლარით, მეორე ადგილს იკავებს. რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 1000 დოლარზე მეტად აჭარბებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლობა გერმანიაში მაღალი პენსიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.

სამეულშია ნიდერლანდები, სადაც მასწავლებლებს 70,000 დოლარს უხდიან და შესაბამისად პედაგოგებს აქ ავტორიტეტი და სოციალური სტატუსიც საკმაოდ მაღალი აქვთ და გარდა იმისა, რომ ბავშვებს ასწავლიან, მათ ასევე წლიურად გამოყოფილი აქვთ დრო პროფესიული განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ხუთეულში სახელდება კანადაც, 67,301 და აშშ - 64,467 დოლარის ანაზღაურებით.

ამერიკელ მასწავლებელს ევალება არა მხოლოდ საშინაო დავალების შემოწმება, არამედ მშობლებთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამავდროულად, მასწავლებლის პოროფესიიის შესათავსებლად აქ, მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ კმარა: აუცილებელია მასწავლებლის ლიცენზიის მოპოვება, ხოლო თუ მასწავლებელმა სხვა შტატში გადაწყვიტა სამუშაოდ გადასვლა, თავიდან უწევს ლიცენზიის გაფორმება.

რეიტინგში აშშ-ს მოსდევს ავსტრალია - 63,393 დოლარის ანაზღაურებით.

ირლანდიაში, კი 62,135 დოლარს უხდიან მასწავლებლებს და შესაბამისად OECD-ის რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

მერვე ადგილზეა დანია, აქ მასწავლებლებს ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, ცოტას, 58,349 დოლარს უხიან.

ათეულში პოზიიციებს კი, სამხრეთ კორეა და ავსტრია ინაწილებენ, 57,242 და 54,406 დოლარით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა