მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალი მოთხოვნა - Pfizer-ზეა, ყველაზე დაბალი კი - ჩინურ ვაქცინებზე

607d9e60253bb
BM.GE
19.04.21 19:18
1674
დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა. ვაქცინაციის მსურველებს სისტემაში შეუძლიათ, დააფიქსირონ თუ რომელი ვაქცინით სურთ აცრა; ამისთვის მათ მხოლოდ 3 არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

ვებგვერდზე ასევე გმოქვეყნებულია სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, თუ რომელი ვაქცინები აირჩიეს მოქალაქეებმა. 12,000 რეგისტრირებულს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა Pfizer-ის ვაქცინაზეა, რომელიც სისტემაში რეგისტრირებულთა 90%-ზე მეტმა აირჩია, მეორე ადგილზეა Moderna-ს ვაქცინა, რომელიც სისტემაში რეგისტრირებულთა 50%-მა აირჩია, მესამეზეა AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც რეგისტრირებულთა 22%-მა აირჩია, მეოთხეზეა Jhonson & Jhonson-ის ვაქცინა 14%-ით, მეხუთეზე Novavax-ის ვაქცინა, რომელიც 10%-მა აირჩია, მეექვსეზე Sinopharm-ი 6%-ით, მეშვიდეზე Sinovac-ის ვაქცინა 1%-ით. (პროცენტების ჯამი 100%-ს აღემატება, რადგან მოქალაქეებს სამი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ).

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19-ს წინააღმდეგ ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

სარეგისტრაციო პლატფორმაზე მოქალაქეებმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ.