25.ნოემბერი .2021 11:00

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლშია - სტატისტიკა

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლშია - სტატისტიკა
views 245
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 987 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 808 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 331 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.

"ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა - 184, იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 575, აჭარაში - 506, იმერეთში - 1 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 662, აჭარაში - 126, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 42, იმერეთში - 39. 1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 - თბილისში, 247 - აჭარაში. 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა