მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია - დღის COVID-რუკა

608cff8a67164
BM.GE
01.05.21 11:08
1105
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარა - 144, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 36, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 447, იმერეთში - 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 743 პირი, მათ შორის, თბილისში - 356, აჭარაში - 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პირი, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 12, იმერეთში - 11. 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 319 - აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 567პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 877 პირი, აჭარაში - 2 735, იმერეთში - 1 212