23.ოქტომბერი .2021 11:11

ყველაზე მეტი კოვიდ–შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა – სტატისტიკა

ყველაზე მეტი კოვიდ–შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა – სტატისტიკა
views 295
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 051 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 436 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 688 804-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.09%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 626 478.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:

• 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.
• 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში.
• 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.