მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი უწყება სწორედ მრჩევლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს - IDFI

6144a91b80a05
ინგა მურუსიძე
17.09.21 23:00
538
IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები ყველაზე მეტ კითხვას უპასუხოდ სწორედ მრჩევლებისა და კონსულტანტების შესახებ ტოვებენ. ამის შესახებ მან "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ BMG-მ სამინისტროებსა და მათ მმართველობაში არსებულ სსიპ-ებში, ასევე შპს-ებში „მრჩევლის“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. როგორია მათი სამუშაო აღწერილობა და რამდენია მათი ყოველთვიური ანაზღაურება? – ამ კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით, BMG-მ ყველა სამინისტროს ოფიციალური წერილებით მაისის ბოლოს მიმართა და პასუხები რამდენიმე დღის წინ მიიღო, თან არასრული. როგორც აღმოჩნდა, სამინისტროების და სსიპ-ების უმრავლესობამ „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოიყვანა, რომ აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

„უკვე წლებია IDFI მსგავს საკითხებს იკვლევს და 2020 წლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებში გვიწერია, რომ მრჩევლებისა და კონსულტანტების შესახებ ინფორმაცია ყველაზე დაფარულია.

ყველაზე მეტმა უწყებამ სწორედ მრჩევლების შესახებ ინფორმაცია დატოვა უპასუხოდ, უარს აცხადებდნენ. მიზეზი იყო ის, რომ ცდილობდნენ გარკვეული სამართლებრივი დასაბუთება მოეძებნათ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ესენიც დაზღვეული გვქონდა. მოთხოვნები ისე გვქონდა ფორმულირებული, რომ შეეძლოთ პერსონალური მონაცემები დაშტრიხულად გამოეგზავნათ. როგორც მინიმუმ, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს საჯარო. გავაკეთეთ არაერთი კვლევა და ისინი აჩვენებდა, რომ პრობლემა ამ სექტორში არის ძალიან დიდი“, - განაცხადა თუშურაშვილი.

მისივე თქმით, IDFI ხშირად მიმართავს სასამართლოს, ინფორმაციის მისაღებად, თუმცა პროცესები დროში ძალიან იწელება და საჯარო უწყებები ყველა ინსტანციას იყენებენ, რომ ინფორმაცია არ გასცენ.

„ჩვენ ვიყენებთ ხოლმე სასამართლო მექანიზმებს, თუმცა სასამართლო პროცესი დროში გაწელილი პროცესია. შეიძლება დაიწყო 2020 წელს და პროცესები სამი წელი გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებამ იცის, რომ ინფორმაცია საჯაროა, პროცესს მაინც წელავენ სამი წლით. როცა ინფორმაციას მიიღებ შეიძლება ამ პოზიციაზე აღარც მუშაობდეს ადამიანი“, - განაცხადა თუშურაშვილმა.