მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე მისაღები იქნებოდა პირბადის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა" - ივანე ჩხაიძე

60f1ddb968236
თამთა ჯიჯავაძე
16.07.21 23:24
703
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაღალი მაჩვენებლის გამო, უნდა დადგეს თუ არა დამატებითი რეგულაციების ამოქმედება დღის წესრიგში? ამ შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ უპასუხა. მისი თქმით, ყველაზე მისაღები პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნება იქნებოდა.

„ყველაზე მსუბუქი და მისაღები იქნებოდა ნიღბის ტარების ვალდებულება დაგვებრუნებინა, ნიღბის ტარების ვალდებულება თუნდაც დახურულ სივრცეში ყოფილიყო მკაცრად კონტროლირებადი. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ქაღალდზეა და ამის კონტროლი ნაკლებად ხდება. ეს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობია.

ამიტომ ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რაც შეიძლება იმუნიზაციის პროცესი დავაჩქაროთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს აცრაზე. ეს ციფრები მზარდია ბოლო პერიოდში მაგრამ ძალიან შორსაა იმისგან რაც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ამჟამად ქვეყანაში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა, ღია სივრცეში კი მისი ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან გაუქმდა. მანამდე კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში გააჟღერა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით კოვიდ-რეგულაციების დარღვევა წაახალისა.