26.აპრილი .2020 18:33

“ყველაზე მნიშვნელოვანია დამატებითი “ცენტრ-პოინტები” და “სვეტი” არ მივიღოთ”

views 977
უკან

თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ “სვეტის”, “ცენტრ-პოინტისა” და “ოლიმპიური ვარსკვლავის” პროეტებს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

“სვეტის პროექტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ეს პროექტები ჩვეულებრივად როგორც მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით გაჩერებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება მომავალში. ჩვენ ასევე პარალელურად ვმუშაობთ ცენტრ-პოინტის, ოლიმპიური ვარსკვლავის და სხვა შეჩერებულ პროექტებზეც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, ამ დაზარალებულ ოჯახებს, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია დამატებით ცენტრპოინტები და დამატებითი სვეტი არ მივიღოთ”-აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობების დასრულების მიზნით m2-მა ჯგუფი "სვეტის" თბილისში მდებარე სამი შეჩერებული პროექტი გადაიბარა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება "m2 ჯგუფის" მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას "m2 ჯგუფის" სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

რაც შეეხება ცენტრ-პოინტის შეჩერებულ პროექტებს, ამ მიმართულებით m2 ჯგუფთან მოლაპარაკება ვერ შედგა და მისი შესრულება რამდენიმე კომპანიას დაევალა.

"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, რომელიც 2020 წლის იანვარში გაკეთდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან, ესენია, "ანაგი", "არქი", "თბილი სახლი", "X2" და "აჭარა ჯგუფი".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა