14.აგვისტო .2019 09:45

ყველაზე შემოსავლიანი მობილური ოპერატორები

views 470
უკან

2019 წლის პირველ ნახევარში მობილური ოპერატორების შემოსავლებმა 234 138 179 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე დაახლოებით, 5 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნული ინფორმაცია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

წლის პირველ ნახევარში 2018 წელს მობილური ოპერატორების მიერ მიღებული შემოსავალი 229 272 037 ლარს შეადგენდა.

მობილური ოპერატორების შემოსავლები მეორე კვარტალშიც გაიზარდა და ზრდა დაახლოებით, 2 მილიონი ლარი იყო. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა აღნიშნული, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მობილურმა ოპერატორებმა სულ 120 366 439 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის მეორე კვარტალში მობილური ოპერატორების მიერ მიღებული შემოსავლები 118 338 820 ლარს შეადგენდა.

წარმოგიდგენთ კომპანიებს შემოსავლების მიხედვით (2019 წლის 6 თვე)

მაგთიკომი – 109 512 664 ლარი
სილქნეტი – 82 779 451 ლარი
ვიონი საქართველო – 41 738 091 ლარი
ჯიმობაილ(ივნისის მონაცემის გარდა) – 107 972 ლარი

კომპანიები შემოსავლების მიხედვით (2019 წლის მეორე კვარტალი)

მაგთიკომი – 55 508 623 ლარი
სილქნეტი – 42 792 122 ლარი
ვიონი საქართველო – 22 027 566 ლარი
ჯიმობაილ(ივნისის მონაცემის გარდა) – 38 127 ლარი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა