მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე სუფთა ქალაქის ტიტული ზუგდიდმა, ხოლო სოფლის ორსანტიამ მოიპოვა

5e306a8127b04
BM.GE
29.01.20 00:10
1693
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

მიმდინარე წელს, კონკურსი მეოთხედ ჩატარდა.

კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარუდგინეს. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.