18.თებერვალი .2021 16:17

ყველაზე წარმატებული პრემიერი, ალბათ გიორგი კვირიკაშვილი იყო - ბიზნესმენი

ყველაზე წარმატებული პრემიერი, ალბათ გიორგი კვირიკაშვილი იყო - ბიზნესმენი
views 578
უკან

„აი სი არ ჯგუფის“ დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, კახა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობის პირობებში ყველაზე წარმატებული პრემიერი, ალბათ გიორგი კვირიკაშვილი იყო.

„როცა კვირიკაშვილს გადადგომა აიძულეს, მისი წასვლის დროს ეკონომიკური ზრდა 7,1% იყო. მისი წასვლის შემდეგ მამუკა ბახტაძე როგორ მოვიდა-წავიდა ბიზნესს არ გვიგრძვნია. თუ ინვესტიციები არ მოვიზიდეთ, გამორიცხულია ეკონომიკა წინ წავიდეს და გარე ინვესტიციის მოზიდვა გამორიცხულია სასამართლოს გარეშე. შეიძლება, სისხლის სამართალი არ ეხება ბიზნესს, მაგრამ არბიტრაჟი წამყვანია ამ საკითხში. ყველა ჩვენი პარტნიორი ცდილობს დააკონსერვოს ბიზნესი და კაპიტალი გაიტანოს ქვეყნიდან, რადგან პანდემიის გამოწვევების გამო მთელი მსოფლიო ეძებს პატარა ქვეყნებს, სადაც სიტუაცია გამჭვირვალეა“, - განუცხადა ხაზარაძემ bm.ge-ს.

გახარიას პრემიერობის პერიოდში ის პოზიტიურ რეფორმად ასახელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. რაც შეეხება მომავლის პერსპექტივას, ბიზნესმენი მთავრობის არსებულ გუნდში გახარიაზე ძლიერს ვერავის ხედავს.

„თუ ნება არ არსებობს, ეკონომიკური გუნდი არ არსებობს, კომუნიკაცია არ არსებობს ბიზნესს და მთავრობას შორის, რისი იმედი უნდა მქონდეს? კატასტროფის წინაშე ვართ. ყოველდღე იხურება კომპანიები, ბრენდები გადიან ბაზრებიდან. ილონ მასკი რომ ჩამოიყვანოთ, იმასაც გაუჭირდება ცოტა ხანში რეაბილიტაცია. ნება რომ მიეცათ, შეიძლებოდა გახარია კარგი ყოფილიყო და საქმე გაეკეთებინა.  არსებულ გუნდში მე მასზე ძლიერი არავინ მეგულება“, - ამბობს კახა ხაზარაძე და ახალი პრემიერისგან მეტ კომუნიკაციას ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა