მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები კორონავირუსზე - WHO

5e579371d4818
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 16:40
2909
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ოფციალურ ვებგვერდზე  კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს აქვეყნებს.

რა არის კორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი. 2019-nCoV კორონავირუსის საწყისი სიმპტომები მიმსგავსებულია პნევმონიის და მწვავე რესპირატორულ სინდრომებთან.

რა სიმპტომები ახასიათებს COVID-19-ს?

• ციებ-ცხელება
• მოთენთილობა
• სუნთქვის გაძნელება (უკმარისობა)
• მაღალი ტემპერატურა (38°C მაღალი)
• მშრალი ხველება
• ტკივილი გულ-მკერდის არეში
• თავის ტკივილი
• მიალგია
• გონების დაკარგვა (ფილტვის ქსოვილების პროგრესიული დაშლის შედეგად)
• პნევმონია
• თირკმლის უკმარისობა

როგორ ვრცელდება COVID-19?

კორონავირუსი ვრცელდება აირწვეთოვანი გზით, ხველებისას ან ცემინებისას. ადამიანს, რომელსაც არ აქვს კორონავირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები, ვირუსის გადადების ნაკლები ალბათობაა.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან გაიწმინდეთ სპირტით გაჟღენთილი ქსოვილით. დაიცავით, დაახლოებით, 1 მეტრის დისტანცია მისგან, ვინც ახველებს ან აცემინებს. ნუ შეეხებით დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს და პირს. დარწმუნდით, რომ თქვენც და თქვენს ირგვლივ მყოფებიც ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენურ ნორმებს. დარჩით სახლში თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ.

უნდა ვინერვიულოთ თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით?

თუ თქვენ არ იმყოფებით კორონავირუსის გავრცელების ზონაში ან არ სტუმრობდით იმ ქვეყანას, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია და არ გქონიათ ურთიერთობა კორონავირუსით დასნეულებულ ადამინთან, მაშინ ნაკლები ალაბათობაა კორნავირუსის გადადების; შესაბამისად, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს.

ეფექტურია თუ არა ანტიბიოტიკები კორონავირუსთან საბრძოლველად?

ანტიბიოტიკები კორონავირუსთან საბრძოლველად ეფექტური არ არის. ამ დაავადებას ვირუსი იწვევს და ანტიბიოტიკი ვერ შველის. ანტიბიოტიკი ვირუსების სამკურნალოდ ნაკლებად გამოიყენება; ის ინიშნება ექიმის მიერ თუკი საქმე გვაქვს ბაქტერიულ ინფექციასთან.

არსებობს თუ არა წამალი კორონავირუსის სამკურნალოდ?

ამ ეტაპზე არ არსებობს. ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის მწვავე სიმპტომები აქვს, უნდა იქნას ჰოსპიტალიზირებული. ავადმყოფების უმეტესობა პოზიტიურ შედეგს იღებენ მკურნალობის შედეგად. რაც შეეხება ვაქცინას, ის ამ ეტაპზე ძიების და ტესტირების პროცესშია.

აუცილებელია თუ არა პირბადის ტარება?

ადამინებს, ვისაც არ აღენიშნებათ რესპირატორული სინდრომები, არ არის აუცილებელი ნიღაბი ატარონ. ნიღაბი მათ უნდა გამოიყენონ ვისაც უკვე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავიდან აირიდონ ნიღბების არამიზნობრივი გამოყენება.

რამდენ ხანს ვრცელდება ინკუბაციის პერიოდი?

ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1-14 დღემდე.

შესაძლებელია თუ არა ვირუსის გადადება ცხოველებისგან?

დიახ; მოერიდეთ მაღაზიებს და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად. განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.