19.დეკემბერი .2019 23:10

ყველი ირანული რძისგან: რა საფრთხეს ხედავს “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი?

views 382
უკან

„ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ფერმერებმა 80-90 მილიონი ჩადეს ახალი ჯიშის საქონლის შემოყვანაში. დღეს ეს ადამიანები რძეს ვერ ყიდიან“, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსში“ “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა ირანული შესქელებული მაღალცხიმიანი რძის აქტიურად გამოყენების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ის ფერმერები, რომელთაც ძალიან დიდი ტვირთი აწევთ ქვეყნის წინაშე, აწარმოებენ ნედლ რძეს და მართლა გმირები არიან, იყვნენ დაცულები და აღმოჩნდნენ კონკურენტულ გარემოში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში... თუკი ჩვენ მომხმარებელს ვეტყვით, რომ ეს არის ირანული რძისგან მიღებული, და ამას ავუხსნით, როგორც მომხმარებელი დავფიქრდები.. მე ვიცი რომ ირანი არ არის ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, რომ გაცილებით უფრო დაცულად ვიგრძნო თავი. მე ვიცი იქ რამხელა საფრთხეებია, უვნებლობის, ანტიბიოტიკების და ა.შ“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიგაშვილმა „ფეისბუქზე“ ირანული მაღალცხიმიანი რძის გამოყენებასთან დაკაშირებით დაწერა:

„ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე, რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები, განსაკუთრებით, დიდი კომპანიები. მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30%-ით მეტ მოგებას იღებენ. საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი, ან რამდენად გამართლებულია, ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღი რძისგან მიღებული დაეწეროს?“, - დაწერა “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა