25.სექტემბერი .2021 01:00

Yves Saint Laurent-ი საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს

Yves Saint Laurent-ი საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს
views 224
უკან

მსოფლიოში ცნობილი ფრანგული მოდის სახლი Yves Saint Laurent-ის მფლობელი კომპანია Kering-ი, აცხადებს, რომ მოდის სახლი მომავალი წლიდან საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Yves Saint Laurent-ის გარდა, ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს Kering-ის ქოლგის ქვეშ მყოფი Brioni-ც აცხადებს.

ცნობისთვის, ცხოველთა დამცველების ინიციატივას უკვე შეუერთდა ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიც არის Versace, Chanel-ი და Michael Kors-იც.

Yves Saint Laurent-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცხოველთა დამცველებმა პარიზში ავენიუ მონტეინზე მდებარე მაღაზიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია კი, სუპერ მოდელი ქეით მოსის გამოჩენას მოჰყვა, მას Yves Saint Laurent-ის ნატურალური მელიის ქურქი ეცვა.

აღსანიშნავია, რომ Kering-ის ჯგუფიდან, "გუჩი" იყო პირველი, ვინც 2017 წელს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადა.