ულიმიტო ტრანსპორტის მთელი თვე, სულ რაღაც 9 ევროდ - ასეთია გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა/წახალისება და ასევე ენერგორესურსების მზარდი ფასებისა და საწვავის მოხმარების შემცირებაა. ანუ შეთავაზება გულისხმობს, სპეციალური საშვის შეძენის შემთხვევაში, გერმანიის შიგნით, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ გადაადგილებას. საწვავის ფასების ზრდის, მანქანების გაქირავების ტარიფების და მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი მატების ფონზე კი, ეს ნაბიჯი უდიდესი შეღავათია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის - წერს CNN.
გერმანიის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური 9 ევროს ღირებულების ტარიფი უკვე დაამტკიცა და ის ივნისში - სწორედ ზაფხულის მოგზაურობის დროს შევა ძალაში. ამიტომაც გერმანია, 2022 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა ევროპაში. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში, იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი თუ ტრამვაი. თავად გარიგება ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდში იმოქმედებს და გარდა იმისა, რომ მეტი ტურისტის დაინტერესებას გამოიწვევს, ასევე წაახალისებს ადამიანებს, რომ დატოვონ პირადი ავტომობილები და გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ.
მთავრობამ პროექტში 2,5 მილიარდი ევრო ჩაიდო და თითოეული საშვი ძალაში კალენდარული თვის განმავლობაში დარჩება - ასე რომ, თუ თქვენ ბარათს, მაგალითად შუა თვეში იყიდით, ის ძალაში მხოლოდ მიმდინარე თვის ბოლომდე დარჩება. გერმანიის რკინიგზამ კი, უკვე დაამატა საშვები ვებ-ვებ-გვერდზე და გაყიდვაშიც ჩაშვებულია.
ცნობისთვის, გერმანია, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, იძულებულია შეამციროს ენერგომატერებლების მოხმარება და ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკვე შეამცირა დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, რათა სრული ემბარგო “მართვადი” ყოფილიყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება