მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სეზონზე ავიარეისების უპრეცედენტო მაჩვენებელს ველოდებით - ქვრივიშვილი

627b69cfb110c
მარიამ ვარადაშვილი
11.05.22 11:42
420
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ზაფხულის სანაციგაციო სეზონზე ქვეყანა უპრეცედენტო რაოდენობის პირდაპირ ავიარეისებს ელოდება. ამის შესახებ მან პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ზაფხულის სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებით უკიდურესად დადებითი მოლოდინები გვაქვს. რაც შეეხება ტურიზმის სექტორის აღდგენის საკითხს, აღდგენა ყოველთვის ბმაშია ავიაციასთან, რადგან ავიაციის სექტორს ისე, როგორც არასდროს, უდიდესი წვლილი შეაქვს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენაში. მიმდინარე ზაფხულში ველოდებით უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს, როცა ვსაუბრობთ პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე. მოლოდინი გვაქვს ევროკავშირის წევრი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან. სასიხარულოა ის, რომ ეს ქვეყნები საქართველოში შედარებით უფრო მხარჯველიან ტურისტებს აგენერირებენ”,-განაცხადა ქვრივიშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 3 978 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 2 996-ს, ხოლო ჩარტერების - 982-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებელი 76.5%-ს შეადგენს.