მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთიდან კვირაში 54 ავიარეისს ველოდებით - ქვრივიშვილი

627a7212df7b1
მარიამ ვარადაშვილი
10.05.22 18:21
771
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საუდის არაბეთიდან კვირაში 54 რეისის შესრულება იგეგმება.

ამის შესახებ მან საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც ვიზიტორების ზრდას წლიდან წლამდე განაპირობებს.

ამასთან, ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.

„მოლოდინი გავქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნაა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.