მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში ფრანგებისთვის საერთაშორისო მგზავრობა ლიმიტირებული იქნება - მაკრონი

5eb2c341244b7
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 19:40
908
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, ზაფხულში ფრანგებს უცხოეთში მოგზაურობა შეზღუდული ექნებათ, მათ შორის ლიმიტირებული იქნება მგზავრობა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის ხელახლა გავრცელების რისკის შემცირებაა.

"ძალიან ადრეა იმის თქმა, შევძლებთ თუ არა დასვენებას. შემიძლია ვთქვა, რომ მსხვილი საერთაშორისო მგზავრობა ლიმიტირებული იქნება, ზაფხულის არდადეგების დროსაც კი. ჩვენ ევროპაში დავრჩებით და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, ამის შემცირებაც მოგვიწევს. ეს ივნისის დასაწყისში გვეცოდინება", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთში კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება, საცხოვრებლიდან 100 კილომეტრის რადიუსში თავისუფლად იმოძრაოს. უფრო შორ მანძილზე გადაადგილებისათვის საჭირო იქნება მოგზაურობის მიზეზის განმარტება და სპეციალური უფლების მიღება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსი სულ 170,551 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 25,531 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 52,736 ადამიანი.