მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთარში იმპორტი შემცირდა, რადგან თბოსადგურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს - ნარმანია

64258c56a073a
მარიამ ვარადაშვილი
30.03.23 17:17
393
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2023 წლის ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტი ფაქტობრივად არ მომხდარა და ქვეყანამ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოიხმარა.

“ეს წელი განსხვავებული იყო იმპორტის თვალსაზრისითაც. ამ ზამთარში ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი განხორციელდა, რადგან თბოსადგურებმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშავეს. ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებებიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ფასი იყო ელექტროენერგიაზე, იმაზე მეტი, რასაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის შემოტანასა და თბოსადგურების მიერ გაზის გამომუშავებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ტარიფზე ზეწოლაც არ ყოფილა. ჩვენს სატარიფო კალათაში 20-21 ცენტიანი ენერგია რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას ტარიფზე დიდი ზეწოლა იქნებოდა და მომხმარებელზეც უარყოფითად აისახებოდა. ძალიან მინიმალური იყო იმპორტის მოცულობა, ისიც ავარიის ან სისტემის დაბალანსების მიზნით. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, რომ ტარიფზე ზეწოლა არ ყოფილიყო”,-აცხადებს ნარმანია.

ელექტროენერგიის ფაქტობრივი ბალანსიდან ჩანს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში თბოსადგურებმა 1 371.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ჰიდროსადგურებმა კი - 713.1 მლნ კვტ.სთ. იანვარ-თებერვალში ჯამურმა მოხმარებამ 2 411.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა. იმპორტის მოცულობა კი 454.4 მლნ კვტ.სთ იყო, ეს მონაცემი მოიცავს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც.