მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზამთარში რაჭა ტურისტებისთვის მზად არაა" - სასტუმრო "გარემო"

5e31b5d485cc5
ანუკა ჯოხაძე
29.01.20 22:00
4748
ტურისტული ატრაქციების ნაკლებობა ერთ-ერთია იმ პრობლემებიდან, რომელსაც რაჭის რეგიონის სასტუმროები ოპერირებისას აწყდებიან. როგორც სასტუმრო “გარემოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ამბობს, რაჭა ზამთარში, განსაკუთრებით ტურისტებისთვის მზად არ არის, შესაბამისად, სხვა ზამთრის კურორტებს კონკურენციას ვერ უწევს.

“ერთ-ერთი პრობლემა ასევე ის არის, რომ რაჭას, როგორც საკურორტო ზონას ზამთრის პერიოდში ვერ შეადარებ ბაკურიანს, გუდაურს, გოდერძის, რადგან არ გვაქვს ის ბაზა, რომ მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის, როცა ბაკურიანი და სხვა კურორტები სათხილამურო ტრასებს სთავაზობენ, ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ ბუნებას. თუ გინდა ნახო ჩანჩქერები და სხვა ადგილები, ამისთვის უნდა იარო. ზამთარში კი ვერ ივლი, თოვლია და მისვლა მარტივი არ არის. შესაბამისად კონკურენციას ვერ გავუწევთ ამით სხვებს", - აცხადებს სასტუმრო “გარემოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მირანდუხტ დავითულიანი.