მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთარში შენობების შესანახად 3 მლნ ლარის ხარჯია საჭირო“ – „რედკო"

5fc0f0d81ee2a
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.20 10:29
1011
არ არსებობს ნულოვანი გაჩერება, ეს ზარალია იმ კუთხით, რომ ამ შენობებს მკაცრი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ხარჯების გაწევა სჭირდება, - ასე აღწერს ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების გავლენას დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელი მალხაზ კუნელაური.

კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც გუდაურში ერთ-ერთ დიდ საცხოვრებელ კომპლექსს მართავს, მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები არამხოლოდ ბიზნესს, არამედ მოქალაქეებსაც დააზარალებს.

„ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის დაზარალება. ჩვენ შემთხვევაში გეტყვით, რომ გუდაურში 3 000 ნომერია, რომელსაც მესაკუთრე ჰყავს და თითოეული მათგანი მცირე მეწარმეა, რომელიც ნომრების გაქირავებით საკუთარ თავსაც ინახავს და იხდის იმ ხარჯებს, რომელიც ქონების შესანახადაა საჭირო.

არ არსებობს ნულოვანი გაჩერება, ეს პირიქით ზარალია იმ კუთხით, რომ ამ შენობებს მკაცრი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ხარჯების გაწევა სჭირდება. იქ გაზი უნდა ჩაირთოს. დაახლოებით გეტყვით, რომ სეზონზე იმისთვის, რომ შენობები და კომუნიკაციების იყოს ფუნქციური 3 მლნ ლარის ხარჯია საჭირო“, - განმარტავს „რედკოს“ გენერალური დირექტორი.