მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზამთრის კურორტებს აუცრელი მოქალაქეებისთვის დავხურავდი” - ცოტნე ჯაფარიძე

616eec16a4a4b
ანუკა ჯოხაძე
19.10.21 21:00
1031
ინფიცირების ზრდისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გათვალისწინებით ზამთრის კურორტებზე მომუშავე ბიზნესების ნაწილი მთავრობას ვაქცინაციის ტემპის გაძლიერებისა და აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს სანამ არ გადადგამს, ინფიცირების მაჩვენებელთან ერთად, მზარდი იქნება სიკვდილიანობაც. მისი განმარტებით, ზამთრის სეზონი მოდის, საქართველოს კურორტებზე არსებული ბიზნესები კი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე შესაძლო ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ზამთრის კურორტებს აუცრელი მოქალაქეებისთვის დავხურავდი. ასევე რესტორნებს და სასტუმროებსაც. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ის ხალხი, ვინც არ იცრება, იმდენად ხშირად სთხოვენ ტესტირებას, რომ საბოლოოდ ურჩევნიათ, რომ აიცრან. ეს შეზღუდვები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს აუცრელი ადამიანების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ პანდემია დასრულდეს და მსოფლიო დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. ეს უკვე ხდება ევროპულ ქვეყნებშიც, მაგალითად ესპანეთში", - ამბობს "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.