მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის საბურავები უსასრულო გარანტიით - "თეგეტა მოტორსის" სპეციალური შეთავაზება

5dd657071ad71
BM.GE
21.11.19 13:19
3186
22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ზამთრის საბურავების შეძენისას გადახდილი თანხის 30% მომხმარებელს "თეგეტა ქარდზე" დაუბრუნდება.

"გარემოს ეროვნული სააგენტო 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი 4 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისსა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი.

ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, მოდის დრო, ვიზრუნოთ ჩვენს ავტომობილზე და ის ზამთრის სეზონისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ, 22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ზამთრის საბურავების შეძენისას გადახდილი თანხის 30% თეგეტა ქარდზე დაგიბრუნდებათ. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში თეგეტა მოტორსი უსასყიდლოდ აღგიდგენთ საბურავს ან მისი ღირებულების 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. გამოცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ, თეგეტა მოტორსის "საბურავების სასტუმროში" შეინახოთ.

ტემპერატურის კლებასთან ერთად, ორმაგად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება კი საბურავების შერჩევას სჭირდება. დაუშვებელია ზამთარში ზაფხულის საბურავებით სიარული, ზამთრის საბურავი და მისი პროტექტორი სპეციალურად დაბალ ტემპერატურაზე სამუშაოდ არის შექმნილი.

მნიშვნელოვანია, ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის სრულიად გამართულ მდგომარეობაში გვყავდეს, ამიტომ თეგეტა ნებისმიერ სერვისზე განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ და 24 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, თეგეტაში თქვენთვის საჭირო სერვისით ისარგებლოთ. თქვენ მიერ სერვისში გადახდილი თანხის 50% თეგეტა ქარდზე დაგიბრუნდებათ.

იმისთვის, რომ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, თეგეტა კიდევ ერთ სერვისს - თეგეტა კომფორტს გთავაზობთ, პერსონალური მენეჯერი თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში გადაიყვანს, ყველა საჭირო სერვისს ჩაუტარებს და უკან გამართულ მდგომარეობაში დაგიბრუნებთ.

აქციები მოქმედებს თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით", – აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".

(NS)