მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სანავიგაციო სეზონი საკმაოდ კარგი გვექნება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

637c75eed184c
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 19:25
574
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის, მინდია მინდიაშვილის თქმით, წელს ზამთრის სანავიგაციო სეზონი საკმაოდ კარგი იქნება და ამაზე უკვე დამტკიცებული ფრენების განრიგი მიუთითებს.

BMGTV-ის ეთერში მან ასევე ისაუბრა მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელზე და თქვა, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 მლნ მგზავრს მოემსახურებიან. 10 თვის მონაცემებით აეროპორტებს დაახლოებით 3.7 მლნ მგზავრი ჰყავთ გადაყვანილი, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 80%-იანი აღდგენის მაჩვენებელია.

“ზამთრის სანავიგაციო სეზონი საკმაოდ კარგი გვექნება იმის გათვალიწინებით, რომ 41 ავიაკომპანია 31 ქვეყნის 61 მიმართულებით იფრენს. გეგმის მიხედვით კვირაში საშუალოდ 380-390 სიხშირე უნდა განხორციელდეს. ამის გათვალისწინებით ველოდებით რომ ძალიან კარგი წელი უნდა იყოს. მოგეხსენებათ ზამთრის სანავიგაციო სეზონი დიდი აქტივობით არ გამოირჩევა, რადგან შედარებით უფრო ნაკლები მგზავრები არიან. აქვე გეტყვით რომ ამ სეზონზე ბევრ ახალ მიმართულებას ან/და ავიაკომპანიას არ ველოდებით, მაგრამ არსებული სიტუაცია, რაც გვაქვს ზამთრის სანავიგაციო სეზონი ძალიან კარგი უნდა იყოს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლის ბოლომდე 4 მლნ გადააჭარბებს”,-აცხადებს მინდიაშვილი.