მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ჩავარდა - თურნავა

600aa650ec543
ინგა მურუსიძე
22.01.21 14:46
994
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, წელს ტურისტული სეზონი მთელს მსოფლიოში ჩავარდა.

„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და ზამთრის კურორტებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად ეს სეზონი მათთვის გაცდა, მაგრამ ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა და ზამთრის კურორტები არ ჩაგვეკეტა, იქ მივიღებდით ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას და მოგვიწევდა უფრო სწრაფი ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით.

შეიძლებოდა რეგიონის სრული გადაკეტვაც საჭირო გამხდარიყო. თუ შევხედავთ მსოფლიო მაგალითებს, უმეტესად, ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს. ამიტომ ვერ მივიღეთ გახსნის გადაწყვეტილება, ვემორჩილებით ეპიდემილოგიურ ვითარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ საქართველოში ზამთრის კურორტების სეზონი ჩავარდა, თუყრნავა პასუხობს, რომ "ზამთრის სეზონი მთელს მსოფლიოში ჩავარდა".