02.ნოემბერი .2021 19:30

ზამთრის სეზონისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

ზამთრის სეზონისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
views 490
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut, Wego-ს და AD მოიცავს.

უწყების ცნობით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებგვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn.

„სამიზნე ტურისტული ბაზრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არსებული კოვიდ რეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეარჩია. სარეკლამო კამპანია შემდეგ ქვეყნებში იმართება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ.

კამპანიის ფარგლებში შერჩეულ ქვეყნებში საქართველოს ზამთრის კურორტების, ბუნების, კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის, ეკო პროდუქტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია მოხდება, რომელსაც ათობით მილიონი ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა, რაც საქართველოს პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას შეუწყობს ხელს. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა