მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნაზე საკოორდინაციო საბჭოს დღეს არ უმსჯელია

61c2f9fd12fac
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 14:06
1405
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021-2022 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დღეს არ უმსჯელია.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღეა ზამთრის კურორტებზე თოვს, თუმცა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის გადაწყვეტილება მთვარობას ჯერ არ მიუღია.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კი სეზონის გახსნას ელიან.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში (MTA) კვირის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ სეზონის გახსნის თარიღი ორ დღეში ეცოდინებათ.

ამის პარალელურად დღეს საკოორდინციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა: „ზამთრის კურორტებზე დღევანდელ საბჭოზე დისკუსია არ შემდგარა. ვფიქრობ, ამაზე მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ“.

აღსანიშნია, რომ 2021-2022 წლისთვის ზამთრის კურორტებისთვის რეგულაციები მთის კურორტების განვითარების კომპანიაში (MTA) ჯერ კიდევ ოქტომბერში შეიმუშავეს