მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაპოროჟიეს ატომური სადგური თუ ააფეთქეს, აფეთქება ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება - კულება

62217ff62e482
თელარა გელანტია
04.03.22 06:35
1752
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

ამის შესახებ ის „ტვიტერზე“ წერს.

კულებას თქმით, თუ სადგური ააფეთქეს, ის ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი აფეთქება იქნება.

“რუსეთის ჯარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა მხრიდან ცეცხლი აქვს გახსნილი. ეს ევროპის უდიდესი ელექტროსადგურია. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!”, – წერს კულება „ტვიტერზე“.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.