მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარაფხანა“ საზღვარგარეთ პირველი შოურუმის გახსნას დუბაიში აპირებს

62854c2bef5dd
თამთა ჯიჯავაძე
18.05.22 23:41
1188
„ზარაფხანა“ საზღვარგარეთ პირველი შოურუმის გახსნას დუბაიში აპირებს. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ნაყოფიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ წელს კომპანიის პოსტპანდემიური რეაბილიტაცია წარმატებული იქნება და საინვესტიციო თანხას მოაგროვებენ, დუბაიში 1-2 წლის პერსპექტივაში „ზარაფხანას“ შოურუმი გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ 2020-ში კომპანიაში აცხადებდნენ, რომ შოურუმების გახსნას ლონდონსა და უკრაინაში გეგმავდნენ.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ მსოფლიო ბაზრები და ინტერესები მუდმივად იცვლება. 2020 წელს ვთქვით, რომ შოურუმების გახსნა ლონდონსა და უკრაინაში გვინდოდა. უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ბუნებრივია, ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ლონდონს, გადავწყვიტეთ, ის დუბაით ჩავანაცვლოთ. წელს ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენი კომპანიის პოსტპანდემიური რეაბილიტაცია. იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო თანხა მოვაგროვეთ, პირველ შოურუმს საზღვარგარეთ, დუბაიში გავხსნით. ეს მომდევნო 1-2 წლის პერსპექტივაა“, - განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ბუნებრივი და ძვირფასი ქვების გამოყენებით ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის 11 000-ზე მეტი სახეობის ნაკეთობას ქმნის. კომპანია საქართველოში 1939 წელს შეიქმნა.