კომპანია “ზარაფხანას” ახალი მესაკუთრე ჰყავს - ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ნაყოფიამ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა. “ზარახფანას” 100%-იანი წილის მესაკუთრე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” გახდა.
ნიკოლოზ ნაყოფიას განცხადებით, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” “ზარაფხანას” განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას შეძლებს. ამასთან, ნიკოლოზ ნაყოფიას განმარტებით, “ზარაფხანას” როგორც კომპანიას გააჩნდა ისტორიული ვალდებულებები და ის ფაქტობრივად პრობლემურ აქტივს წარმოადგენდა, თუმცა მათი მენეჯმენტის პირობებში “ზარაფხანა” საინვესტიციოდ საინტერესო კომპანიად გარდაიქმნა.
რეალურად ეს იყო პრობლემური აქტივი ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავად კომპანია და მასთან არსებული ქარხნის ტერიტორია. ჩვენი მენეჯმენტის მიღწევაა, რომ ზარაფხანა მივიყვანეთ იმ დონემდე, რომ მასში უკვე შემოვიდა ახალი ინვესტორი და მას შეუძლია უკვე სხვა დონეზე აიყვანოს ეს კომპანია და კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული გახადოს.
ზარაფხანაში შემოვიდა ახალი პარტნიორი, ეს არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. ეს გახლავთ საუნივერსიტეტო აიპი, საკმაოდ კარგი ხელმძღვანელით და გუნდით შემოვიდნენ. დავით კერესელიძეზეა საუბარი. სხვადასხვა ოფერები გვქონდა ერთმანეთის მიმართ, საუბარი თავდაპირველად ტერიტორიის გაყიდვით დაიწყო, საბოლოო ჯამში, ისე გადაწყდა, რომ ის გახდებოდა 100%-იანი მეწილე. ვამაყობ და მიხარია, რომ ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი და ყველაზე რთულ პერიოდში ვმუშაობდი ამ კომპანიაში.
ზარაფხანას თანამშრომლები, მენეჯერები და ქარხნის საოპერაციო დეპარტამენტი აგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას.
ჩემი ოცნება იყო, რომ ახალი ქარხანა აშენებულიყო. შეიძლება ახალი ქარხანა არ აშენდეს, მაგრამ მოხდება არსებულის სრული რესტავრაცია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ახალი დანადგარების შეძენა. რაც მთავარია კომპანიას შეუძლია წინ იაროს.
რაც შეეხება გარიგების ღირებულებას, ამაზე ვერ ვისაუბრებთ, ესაა დახურული ინფორმაცია.
კომპანიას პრობლემები ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს იყო სხვადსახვა საგადასახადო დავალიანებები, ეს იყო ვალდებულებები სხვადასხვა პირებს შორის და ასე შემდეგ. ამ ვალებს კომპანია დროთა განმავლობაში ისტუმრებდა, მაგრამ ქარხანასაც ჰქონდა მოცულობის პრობლემები, რომ რაოდენობრივად წარმოებულიყო პროდუქტები.
კონკურენცია იყო როგორც ადგილობრივი ოქროს ბირჟის მხრიდან, ასევე იმპორტირებული ნაწარმიც. წლების განმავლობაში ჩვენ კეთილსინდისიერად ვმუშაობდით ვალების შემცირების მიმართულებით. ვიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა კომპანია გამხდარიყო არაპრობლემური აქტივი,”- განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი