მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარალი აუცილებლად იქნება" - სოსო ბერიკაშილი ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენას აფასებს

5e62743957f60
ნუცა ბაზლიძე
06.03.20 22:00
986
ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში კორონავირუსის გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მოცემულობა აუცილებლად გახდება ფინანსური ზარალის საფუძველი.

„ზარალი აუცილებლად იქნება. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული მილიონიდან მილიარდამდეც, ვერ ვიტყვით წინასწარ. ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

კორონავირუსის გავლენაზე საუბრისას, ბერიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორსაც, რომ ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტის მატარებელია პანიკა და არასწორი მოლოდინები.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, ბერიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ ვირტუალური რეალობის გააქტიურება, მსოფლიო განვითარების თანმხლები პროცესია, რომელიც ისედაც მოხდებოდა, თუმცა მისი განმარტებით, ეს პროცესი შესაძლოა კორონავირუსის ფონმა უფრო დააჩქაროს, მათ შორის, საქართველოშიც.

„ყველაფერი დისტანციურად და ვირტუალურად ვერ მოხდება, თუმცა სწავლება, მუშაობა - ინტელექტუალური შრომა შეიძლება დისტანციურადაც. საქართველოს აქვს რესურსი, რომ იყოს ჰაბი სხვადასხვა კუთხით. სამყარო იცვლება, ეს ამ პროცესებმა უფრო დააჩქარა, ან უფრო დაგვანახა. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებში მომზადებული თუ არ ვიქნებით, ალღო მაინც სწრაფად ავუღოთ “, - განმარტავს ეკონომისტი.