მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიან “მყარი ნარჩენების” კომპანიაში 3 “მრჩეველი” ჰყავთ, მათი წლიური ხელფასი ₾99,000-ია

61449d5e28e00
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.21 18:05
1246
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანიაა, რომელსაც საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მართვის ვალდებულება აქვს დაკისრებული. კომპანიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა და ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიებია. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს შპს 2.2-მილიონიან ზარალზე იყო.

BMG-იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია უწყების დაქვემდებარებულ კომპანიებში დანიშნულ მრჩევლებთან დაკავშირებით. სამინისტროს თანახმად, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორს 3 მრჩეველი ჰყავს, რომელთა ჯამური ანაზღაურებაც თვეში 8,250 ლარი ანუ წელიწადში 99,000 ლარია. შესაბამისად, თითოეული მრჩეველის ანაზღაურება თვეში 2750 ლარს, წელიწადში 33,000 ლარს შეადგენს.

კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს გიორგი შუხოშვილი იკავებს, რომელმაც 2020 წელს ანაზღაურების სახით 54 564 ლარი ანუ თვეში 4547 ლარი აიღო.

მყარი ნარჩენების კომპანიის აქტივები 38.4 მილიონი ლარია.