მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია: დავაკვირდეთ, რა არის მოთხოვნადი, საით მიდის მსოფლიო

5eee26037cde5
თელარა გელანტია
20.06.20 20:40
2853
„რამდენიმე ხნის წინ Facebook-მა და Twitter-მა დაანონსეს, რომ თანამშრომლებს შეუძლიათ სახლებიდან იმუშაონ და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გარეუბნები განვითარდება, სადაც უძრავ ქონებაზე უფრო ნაკლები ფასია... ასე რომ, ბევრ რაღაცაზე არის საფიქრალი, თუ აქამდე არ დაწყებულა, უნდა დაიწყოს. ყველა ქვეყანას შეეხო კორონავირუსი და ყველ ფიქრობს ახლა იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს გამოწვევა შესაძლებლობად“, - ეს ცნობილმა კალათბურთელმა და ბიზნესმენმა ზაზა ფაჩულიამ #ForbesTalks-ში გიორგი ისაკაძის იმ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც covid-19-ის მიერ შეცვლილ რეალობაში ახალ შესაძლებლობებს შეეხებოდა, მათ შორის საქართველოსთვის.

ზაზა ფაჩულია ფიქრობს, რომ მსგავსი გლობალური გამოწვევები ქმნიან დიდ შესაძლებლობებს და სწორედ ასეთ დროსაა მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

„უნდა ვადევნოთ თვალი ყველაფერს, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში... მაგალითად, იაპონიამ გამოყო 2.2 ტრილიონი დოლარი, რათა იაპონური კომპანიები ჩინეთიდან გამოვიდნენ. ეს ხომ უკვე შესაძლებლობაა, რომ ამდენი კომპანია გამოდის ჩინეთიდან და ისინი სადღაც უნდა წავიდნენ... შესაძლებლობა იქმნება ტექნოლოგიების განვითარებისთვის, სტარტაპებისთვის... დავაკვირდეთ, რა არის მოთხოვნდი, საით მიდის მსოფლიო. აი, თუნდაც ონლან შოპინგი როგორ ვითარდება, ZARA-მ 1200 მაღაზია დაკეტა, აქტიურდება ელექტრონული კომერცია.. თუნდაც ჩვენ, არ ვართ ახლა ერთად, მაგრამ ჩვეულებრივ ვსაუბრობთ.. მსგავსი რაღაცეები ბევრისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო. მე რომ ვესაუბრები აქ (აშშ) ბიზნესის მფლობელებს, ძალიან ბევრი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ასე გააგრძელებდნენ მუშაობას, რომ საქმიანი შეხვედრები და ზარები Zoom-ში ექნებოდათ; ბევრი შეეჩვია უკვე ამას. მეტიც, ბევრს მოსწონს, ვისაც აქამდე ასე ბიზნესის მართვა ვერ წარმოედგინა“, - ამბობს ზაზა ფაჩულია.