მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია: ურთიერთობა და ბიზნესის კეთება სწორ ადამიანებთან უნდა მოგიწიოს

6054e19e4631d
ლიკა გურაბანიძე
21.03.21 17:00
2439

“განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა წინ წასვლა შევძლოთ და ე.წ. ენჯელ-ინვესტორების ინსტიტუტი გაძლიერდეს", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა.

მისი აზრით, ბიზნესის კეთების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორ ადამიანებთან სწორი ფორმით კომუნიკაციაა.

“როგორც ე.წ. ენჯელ-ინვესტორი ახლა ვყალიბდები და ვსწავლობ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 20 სტარტაპ-პროექტში მაქვს ინვესტიცია განხორციელებული. ჩემთვის ყველაზე მთავარია, როგორ გუნდთან მიწევს ურთიერთობა; კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ატლანტაში ვთამაშობდი, რამდენიმე რესტორანი გავხსენი, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა - ორი წელიც ვერ იმუშავა, მაგრამ მოტივაცია მომცა და ამ შედეგის ცვლილებაზე მუშაობა დავიწყე; ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რამაც განათლება და კონტაქტები მომცა.

ჩემთვის ისეთი პროექტებია საინტერესო, რომლებიც გლობალურ პრობლემებს გადაჭრის და ინვესტირებასაც სწორედ ამ კუთხით ვუყურებ. ყველაფერი ნდობიდან იწყება - ურთიერთობა და ბიზნესის კეთება სწორ ადამიანებთან ერთად უნდა მოგიწიოს", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.