09.ნოემბერი .2019 12:35

ზაზა ფაჩულიამ NBC-ის ეთერში ქართული ბრენდის CROSTY-ის შესახებ ისაუბრა

views 509
უკან

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ ამერიკული ტელეკომპნა NBC-ის ეთერში სპორტული ფეხსაცმელების ქართული ბრენდის CROSTY-ის შესახებ ისაუბრა.

ზაზა ფაჩულია CROSTY-ის შესახებ:


რამდენიმე დღის წინ, CROSTY-ის შესახებ ზაზა ფაჩულიამ ამერიკულ ონლაინ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც სპორტსმენი აცხადებს, მასა და CROSTY-ს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობაა.

"CROSTY-სა და ჩემი გზები ძალიან საინტერესოდ გადაიკვეთა. პირველი ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ, უზარმაზარი ყუთი მივიღე საქართველოდან. ყუთის ხარისხიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ სერიოზული იყო. გავხსენი, შიგნით წერილი იდო: პირველ ჩემპიონატში გამარჯვებას მილოცავდნენ და ამბობდნენ, როგორი ამაყები იყვნენ ჩემით, და მიგზავნიდნენ საჩუქარს. ასე რომ, მე ეს ამოვიღე და ფეხსაცმელი აღმოჩნდა. ბოტასები იყო. თან ჩემი საყავრელი ფერი - თეთრი. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ეს არის ქართული კომპანია Crosty, რომლის შესახებაც მე იმ დრომდე არაფერი მქონდა გაგებული. ძალიან მომეწონა და გავოცდი, თუ როგორ იცოდნენ ჩემი ზომაც. ასე რომ, მე დავგუგლე და წავიკითხე ამ კომპანიის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მინდოდა ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი მხარდაჭერა, რადგან მათ პროდუქციაში ხარისხი იგძნობა", - იხსენებს ინტერვიუში NBA-ს ქართველი ვარსკვლავი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა