„PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში „საქმის კურსი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეფორმას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა მომსახურების ხარისხს გააუარესებს.
„სისტემაზე უარს არ ვამბობთ, პირიქით, ეს არის თანამედროვე, მთელს მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, მაგრამ ამას აუცილებლად ზედმიწევნით ზუსტი დათვლა ესაჭიროება, ვინაიდან მოწოდებული რიცხვები აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, აისახება პაციენტებსა და კლინიკებზე; არ შეიძლება იმ ფასების გაანაგრიშება, რომლებიც 2013 წელს იყო. უპირველეს ყოვლისა, ხარისხი დაეცემა. შეუძლებელია სახარჯი მასალების შეძენა, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფასები 200%-ით და მეტით გაიზარდა. შესაბამისად, კუსტარული სისტემით მოგვიწევს მუშაობა. პროფესიონალთა ჯგუფმა ტარიფები სწორად უნდა დათვალოს“ - აცხადებს „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე.
ამასთანავე, სინაურიძე განმარტავს, რომ აღნიშნული სიტუაცია დიდი ალბათობით გარკევული რაოდენობის, ძირითადად პატარა კლინიკების დახურვის მიზეზი გახდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება