მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზედმეტი აჟიოტაჟი, რომ ვიზიტორების მომატებული რაოდენობა შემოვა გაუგებარია“ - დარჩიაშვილი

645bb7f53c878
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 19:15
751
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ზედმეტი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ვიზიტორების მომატებული რაოდენობა შემოვა, გაუგებარია. ამის შესახებ დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს თუ ქვეყანა ღიაა და რუსეთთან საავტომობილო მიმოსვლა არსებობს და ეს მოცემულობაა დღეს, ზედმეტი აჟიოტაჟი რომ ვიზიტორების მომატებული რაოდენობა შემოვა საქართველოში სრულიად გაუგებარია. დღეს საზღვარი ღიაა და რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ იმოგზაურონ თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით“, - განაცხადა მან.

ქვეყნის პირველი დიპლომატი სანქციების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება.

„საქართველო ერთგული რჩება იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. საქართველო ღიად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის ცალსახა იყო და ჩვენ ამას ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა და ამ კონტექსტში საქართველო მჭიდრო კოორდინაციაში იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან“ - თქვა ილია დარჩიაშვილმა.