მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი - უკრაინას ომის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო თვეში $7 მლრდ-ის დახმარება სჭირდება

6261c25239823
ალა ისპირიანი
22.04.22 00:38
852
BBC- ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ომის შედეგად გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ზარალის გამო, თვეში $7 მილიარდის უცხოური დახმარება  სჭირდება.

ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები მიზნად უკრაინაში ყველა ობიექტის განადგურებას ისახავენ, ეს მოიცავს რკინიგზის სადგურებს, სურსათის საწყობებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

ამიტომაც როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყოველთვიური საჭიროებისთვის $7 მილიარდი არის გაზრდილი თანხა, იმასთან შედარებით, რაც მათ ადრე თქვეს. ადრე კიევი 5$ მილიარდის საჭიროების შესახებ აცხადებდა.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი სურსათის გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის. რუსეთის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქების ბლოკადის გამო, უკრაინა საკვების ექსპორტს ვერ ახერხებს, განსაკუთრებით ხორბლის.