მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება გაეროსგან "სიგნალს" რათა ოდესიდან ხორბლის ექსპორტი განაალხოს

62e4d6f130856
მარიამ ვარადაშვილი
30.07.22 10:56
669
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ხორბლით დატვირთული გემების საექსპორტოდ გასაშვებად. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი თურქეთისა და გაეროს ჩართულობით უნდა განხორციელდეს, რომელზეც გასულ კვირას სტამბოლში შეთანხმება შედგა.

უკრაინის პრეზიდენტი თავად იმყოფებოდა ოდესის პორტში. მოსალოდნელია, რომ ხორბლის ექსპორტი მომავალ დღეებში დაიწყება.

“ჩვენ სრულად ვართ მზად ექსპორტისთვის”,-განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც თურქეთში მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმების ხელმომწერია, აცხადებს, რომ უკრაინული მხარე თურქეთისა და გაეროსგან დასტურს ელოდება სწორედ ისინი არიან გარანტორი იმისა, რომ უკრაინის პორტები მილიონობით ტონა მარცვლეულმა უსაფრთხოდ დატოვოს.

შეთანხმებით რუსეთი არ დაესხმება გემებს, რომლებიც ოდესის ორ პორტს დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ ინტერვენციის შემდეგ რუსეთს პორტები ბლოკირებული აქვს.

საუბარია დაახლოებით 20 მლნ ტონა მარცვლეულზე, რომელიც გასული წლის მოსავალია და ომის გამო უკრაინის პორტებშია ჩარჩენილი. Politico უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრზე ოლექსანდრ კუბრაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ზაფხულს ქვეყანა დამატებით 60 მლნ ტონა მოსავალს ელოდება. უკრაინა მარცვლეულის ძირითადი ექსპორტიორია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში.