მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი: ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთი მას დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს

62321e2a9eb05
თამთა ჯიჯავაძე
16.03.22 21:27
783
უკრაინამ სრული გამარჯვება მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლო რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა.

„გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთი უნდა დაემორჩილოს მას დაუყოვნებლივ. გადაწყვეტილების იგნორირება, რუსეთის კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის: უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს გაგზავნა, რომლის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო რუსეთის სამხედრო შესაძლო დანაშაულის გამოძიება დაიწყო.