მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი მაკრონს უკრაინაში იწვევს

625c4e5069a1f
თელარა გელანტია
17.04.22 21:26
950
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინაში იწვევს.

როგორც CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, მაკრონის მიწვევის მიზეზია, აჩვენოს, რომ მის ქვეყანაში გენოციდია.

„ვფიქრობ, მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რათა რუსეთი დიალოგის პროცესში ჩაერთოს. მას ვუთხარი: ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. შეძლებისამებრ ჩამოვიდეს, ნახოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი სურს.