მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ითხოვს

633700d76ff95
გიორგი თოლორდავა
30.09.22 18:42
646
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას ითხოვს.

„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი სრული შესაბამისობა სამხედრო ალიანსის სტანდარტებთან. ახლა ამ განაცხადის ხელმოწერით ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, უკრაინას უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დეფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებმა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების გაფორმებამდე პუტინის საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ ის თავის მიწებს დაიცავს. „ადამიანები, რომლებიც ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცხოვრობენ, სამუდამოდ ჩვენს მოქალაქეებად იქცევიან“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დანგრეული ქალაქების, სოფლების და შენობა-ნაგებობების აღდგენის და წარმოებების აღდგენის პირობა დადო. პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ კიევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. მაგრამ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის მოსახლეობის არჩევანი განხილვას არ განიხილება, ის გაკეთებულია. ოფიციალური კიევი ამ თავისუფალი ნების გამოვლინებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობისკენ გზა“, - განაცხადა პუტინმა.