25.ივნისი .2022 10:45

ზელენსკი უკრაინისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევერესტზე ასვლას ადარებს

ზელენსკი უკრაინისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევერესტზე ასვლას ადარებს
views 934
უკან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალ - ევერესტზე ასვლას შეადარა. ამის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელმა საღამოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.

„იქნებ სულ ცოტათი გავიხაროთ? ჩვენთვის გულში, მშვიდად. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ევერესტს ვიპყრობთ და ბოლო წერტილამდე მივაღწიეთ, ირგვლივ არ გაგვიხედია, არც ამოვისუნთქეთ და მწვერვალისკენ დარჩენილ გზაზე ვსაუბრობთ - როგორი რთული იქნება დარჩენილი 1848 მეტრის დაძლევა. წამით ჩვენ დავივიწყეთ და ფასი დავუკარგეთ ჩვენს მიღწევას, იქნებ გავიხსენოთ, რომ 7 ათასი მეტრი მოვიტოვეთ უკან? მიღწევებზე საუბარი არ უნდა გვრცხვენოდეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიანიჭეს. მოდით ვთქვათ, რომ უკრაინამ მიიღო ეს სტატუსი. განა ის ციდან ჩამოვარდა? განა ცოტა გავიარეთ და გავაკეთეთ ამისთვის? დღეს, ჩვენ ევროკავშირის მოთხოვნებზე ვაკეთებთ აქცენტს. დიახ, ეს სწორის. და ეს გვაშინებს ჩვენ? არა! რადგან აქამდე ჩვენ ასეულობით ასეთი მოთხოვნა შევასრულეთ. მოდით არ დავივიწყოთ ეს, არა საქებრად, არამედ რწმენისთვის, რომ ჩვენ ამ გზას გავივლით. ჩვენ 7 ათასი მეტრი გავიარეთ და ამიტომ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს ევერესტს დავიპყრობთ“, - მოუწოდა მოქალაქეებს ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ გზაზე ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. „ის კი არ უნდა გვიხაროდეს, რომ ეს მოსკოვისთვის სილის გარტყმაა, არამედ უნდა ვიამაყოთ, რომ ეს უკრაინისთვის აპლოდისმენტებია. სწორედ ამიტომ მინდა ჩვენი თავი ერთიან ოჯახში. ჩვენ ეს დავიმსახურეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა